წვდომა Funding Institutional-ის ბაზებზე

გაცნობებთ, რომ  ELSEVIER-ის ბაზების მომხმარებლებს, Science Direct-ზე დისტანციური წვდომის ფუნქციის გააქტიურებით, შესაძლებლობა გაქვთ დისტანციური წვდომა განახორციელოთ Funding Institutional-ის ბაზაზეც.

 

დისტანციური წვდომის მომსახურების გასააქტიურებლად, უნდა განახორციელოთ იგივე  მოქმედებები, რომელსაც სრულდება Scopus-ის შემთხვევაში. კერძოდ, დისტანციური წვდომის მომსახურების მისაღებად მიყევით შემდეგ ეტაპებს:

1.     შეამოწმეთ ასახულია, თუ არა ორგანიზაციის მონაცემები ბაზაში – Check Access ფუნქციის მეშვეობით (იხილეთ თანდართული ფოტო);

2.     შეიყვანეთ ორგანიზაციის დასახელება და ინსტიტუციური ელექტრონული ფოსტა;

3.     ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ბმული, რომელიც Get Access ფუნქციის მეშვეობით გადაგიყვანთ თქვენს პირად ანგარიშზე.