სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის მართვის სამსახური

სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის მართვის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს. 


სამსახურის ამოცანები

ა) სახელისუფლებო და კომერციულ სტრუქტურებთან, სასწავლო/სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების მიზნით;
ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ოგანიზაციებთან თანამშრომლობა;
გ) დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობა კურსდამთავრებულებთან და უზრუნველყოს უნივერსიტეტსა და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა;
დ) კურსდამთავრებულების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, რათა მათ გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება სტუდენტებს, დაეხმარონ პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება - დახვეწაში;
ე) მისცეს სტუდენტებს სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები პროფესიულ არენაზე გასასვლელად;
ვ) დაეხმაროს სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა განამტკიცონ პროფესიული პრაქტიკით:
ზ) სტუდენტთა და თანამშრომელთა სხვადასხვა პროგრამებში მონაწილობის ხელშეწყობა, სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან თანამშრომლობით;
თ) კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემთა ბაზის შექმნა და მონიტორინგი
ი) ჩატარებული ღონისძიებების შეჯამება და შეფასების შედეგების მიხედვით მომდევნო ღონისძიებების დაგეგმვა.


სამსახურის უფროსი - ჯუმბერ ხუბუტია

სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ია ჯიჭონაია

ტელ: 0 (32) 254 14 48

E-MAIL: practice@sou.edu.ge


სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის მართვის სამსახურის დებულება