სსუ-ს ადმინისტრაციის განცხადება

კოვიდ-19-ს პანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტთა ნაწილი ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას. მათ ნაწილს აქ დარჩა ნაქირავები ბინები, რომელთა მეპატრონენი მათგან ქირის საფასურის გადახდას ან საცხოვრებელი ფართის განთავისუფლებას ითხოვენ.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის, სსუ-ს აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც ამგვარ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მსგავსი პრობლემების მოგვარებაში შეძლებისდაგვარად დაეხმაროს.

 თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ დღემდე ამგვარი თხოვნით სსუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისათვის არავის მოუმართავს.

 სტუდენტებს, ვისაც ამგვარი დახმარებას გჭირდებათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ სსუ-ს სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელს, ბატონ გიორგი ომარაშვილს ტელეფონზე: 577 17 07 32