საქართველოში UNICEF - ის წარმომადგენლის დოქტორ ღასან ხალილის ვებინარი

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, 2020 წლის 27 მაისს გაეროს ბა­­შვთა ფონდის  (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში, დოქტორმა   ღასან ხალილმა სო­ხუ­მის სახელ­მ­წი­ფო უნივე­რ­სი­ტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის  დისტანციური ვებინარი ჩაა­ტა­რა თემაზე: ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო პრო­­რა­მე­ბში. ვებინარს ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებათა, მასწავლებელთა განათლების, განათლების ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების,  ინკლუზიური განათლებისა და ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიმართულებების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

მოწვეულ სტუმარს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ისაუბრა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის Covid -19- ის გამო შექმნილ მდგო­მა­რეობაზე და მადლობა გადაუხადა დოქტორ  ღასან ხალილს, ასეთ რთულ და საგანგებო ვი­თა­რე­ბაში დროის გამონახვისა და აღნიშნულ თემაზე ვებინარის შეთა­ვა­ზებ­ი­სთვის.

დოქტორმა ღასან ხალილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობდა და არსებობს ბავშვთა დაცვის საკითხებში: ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ბავშვთა მი­მართ ჩადენილ უსა­მარ­თლობასა და ძალადობაზე,   სწორედ ამ პრობლემებმა დააფიქრა მსო­­ლიო ეფიქრა ბავშვთა უფლებების სამართლებრივ დაცვაზე, 1979 წელი აღიარებული იქნა  ბავშვთა საერთაშორისო წლად და გაეროს ადამინათა უფლებების კომისიამ მუშაობა დაიწყო „ბავშვის  უფლებათა კონვენციის“  შექმნაზე. 1989 წლის 29 ნოემბერს გაეროს   გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი მსოფლიო მასშტაბის იურიდიულ  დოკუმენტს - „ბავ­­ვთა უფლებების კო­ნ­ვე­ნცას“, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერ­თ­და. ვებინარზე ღასან ხალილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო  უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებში  ბავშვთა უფლებების სწავლების მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა მის  აუცი­ლე­­ლობას. 

მოხ­სე­ნე­ბის შემდეგ,  საინტერესო კითხვა - პასუხი და  დისკუსია გაიმართა სხვა­და­ს­ხვა თემებზე, ბავშვთა შიმშილიანობის, ინკლუზიური განათლების, შშმ და სსსმ ბავშვთა მდგომარეობის, მათ შორის ბავშვთა უფლებების  იმ პრობლემებზე, რომელთა იდენტი­ფი­ცი­რება ახალი კო­რო­ნა­ვირუსის Covid -19-ის შემდეგ მოხდა.  დოქტორმა  ღასან ხალილმა ამომ­წუ­რავი პასუხები გასცა დასმულ კითხვებს და  ფართოდ ისა­უბრა  UNICEF - ის საქმიანობაზე, მომავალ გეგმ­ე­ბზე საქართველოში და მთელ მსოფლიოში. 

იუნისეფის განათლების პროგრამების კოორდი­ნა­ტორმა ნათია ჯოხაძემ ისაუბრა იუნისეფისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემ­დგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ხოლო შეხვედრის მოდერატორმა თამარ შინჯიაშვილმა დააზუსტა, რომ სოხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სასწავლო კურსებში კერძოდ, განათლების სამარ­თ­ლე­ბრივი აქტები, განათლების პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი და ა. შ.,  ჩართულია ბავშვთა უფლებების საკითხები, მაგრამ დღევანდელი ვებინარი ხელს შეუწყობს და გააფართოვებს  ამ თემის  დისემინაციას და სწავლებას.

ვებინარის დასასრულს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლია ახა­ლა­ძემ მადლობა გადაუხადა  დოქტორ ღასან ხალილს საინტერესო მოხსენებისთვის და იუნი­სე­ფის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის.