საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის online-ღია კარის დღე გაიმართა

2020 წლის 2 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, უფროსკლასელთა და აბიტურიენტთათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის online-ღია კარის დღე გაიმართა.

 მონაწილეებს მიესალმა სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი წარმატებით უმკლავდება ყველა გამოწვევას, მათ შორის წარმატებულად მართავს სასწავლო პროცესს ონლაინ-სივრცეში და, ამასთან ერთად, იზრდება უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტები, რაც აძლევს შესანიშნავ საშუალებას სსუ- პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აქტიურად ჩართული იყვნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში.

 სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ მონაწილეებს დიდი მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და გამოხმაურებისათვის. მან მოკლედ ისაუბრა ფაკულტეტის ისტორიაზე. აღნიშნა, რომ ფაკულტეტი აერთიანებს ორ მსხვილ – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა – მიმართულებებს. პროფესორმა ნ. კეკელიამ აუდიტორიას გააცნო ახლადშექმნილი ფაკულტეტის მნიშვნელობა და აქტუალობა. მან ისაუბრა ფაკულტეტის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. აბიტურიენტებს გააცნო ფაკულტეტის ძირითადი მიზნები და ამ მიზნების განხორციელების გზები. ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე წარმატებულად მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრმები. მისი თქმით, ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტებს მაღალი დონის პროგრამებისა და კურსების ფართო არჩევანს და აძლევს მათ ინტერდისციპლინური განათლების მიღების შესაძლებლობას; ქმნის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მიმზიდველ გარემოს სტუდენტების ჩართვით საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობაში.

 ონლაინ-ღია კარის მონაწილეებს მიესალმნენ ფაკულტეტის სტუდენტები: ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის თავჯდომარე ქრისტინე ბუსკივაძე და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტი ბესარიონ ანჯაფარიძე

 აბიტურიენტებს მიესალმნენ ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები:

გია ფოჩხუა საქართველოს ბანკის ცენტრალიზებული ბექ-ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, გამოყენებითი მათემატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;

ხათუნა ჩარგაზიაფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მოწვეული პროფესორი, ლია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

აშშ-ში მოღვაწე წარმატებული ქართველები, ფაკულტეტის კურსდამთავრებულები:

ფრიდონ შუბითიძეინჟინერიის სკოლის პროფესორი და ელექტრომაგნიტური ჯგუფის დირექტორი, თეიერის საინჟინრო სკოლა დარტმუსის კოლეჯი;

ირმა შამათავამეცნიერებათა დოქტორი, დარტმუსის კოლეჯის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, თეიერის საინჟინრო სკოლა. კონპანიაWhite River Technology“-ის (აშშ) უფროსი ფიზიკოსი; „ჩაძირული სხეულების სენსირების ტექნოლოგიები და კონსულტაციები“- დამფუძნებელი (თბილისი).

 საბაკალავრო პროგრამების შესახებ სტუმრებს ესაუბნენ პროფესორები ზურაბ ლომთათიძე, თემურ ჩილაჩავა, მელორ ალფენიძე, ასოცირებული პროფესორი ირმა ცომაია. პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ურჩია მათი არჩევანი უმაღლესი განათლების მისაღებად იყოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 ონლაინ-ღია კარის დღეზე სიტყვით გამოვიდა ქ. ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზიის“ ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ოთარ გუგუჩია.

 შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აბიტურიენტები დაინტერესდნენ უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხებით,

 online-ღია კარის დღის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქ. თბილისის 52 (დირექტორი ნანი გიორგაძე), რუსთავის 21 (დირექტორი ნინო გავაშელი), ქ. თბილისის 85 (დირექტორი გელა ჭანტურია) საჯარო სკოლების, ქ. თბილისის კერძო სკოლა „აისი“-ის (დირექტორი იანა ტორჩინავა), ქ. თბილისის 108 საჯარო სკოლის (დირექტორი მაია მღვდელაძე), ქ. ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზიის“ (დირექტორი ნინო ჭიჭინაძე), ქ. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის (დირექტორი მანანა ნაჭყებია), ქ. ზუგდიდის ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის 11 საჯარო სკოლის (დირექტორი მზევინარ გელანტია), აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის №1 საჯარო სკოლის (დირექტორი ხათუნა ფიფია), გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი აბაშის საჯარო სკოლის (დირექტორი რევაზ კორძახია) წარმომადგენლები.