დოქტორანტ ცირა ბერიშვილის დისერტაციის დაცვა
2020 წლის 16 ივნისს 16 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ცირა
ბერიშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს
დისერტაციას თემაზე:
„სიზმრის
კონცეპტი მოდერნიზმის
ეპოქის მხატვრულ
ტექსტში (გრიგოლ
რობაქიძე, კონსტანტინე
გამსახურდია, გალაკტიონ
ტაბიძე)“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა კუცია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: ნანა გაფრინდაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მარინე ტურავა – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები: როსტომ ჩხეიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ნინო
ვახანია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონულ-ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის დაცვა შედგება Zoom-პლატფორმის მეშვეობით.
შეხვედრის ბმული : https://SDSU.zoom.us/j/91804241880
შეხვედრის ID კოდი : 918 0424 1880