„ხელნაწერები ჩეხეთის ბიბლიოთეკებში“

28 მარტს 18:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა “ხელნაწერები ჩეხეთის ბიბლიოთეკებში“.

ღონისძიების მიზანია საზოგადოება გაეცნოს  ჩეხეთში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, მათ ისტორიას. გარდა ამისა დაინახოს განსხვავება და ანალოგიები შუა საუკუნეების საქართველოსა და ევროპის ხელნაწერ კულტურაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩეხი ხალხის კულტურის თვალსაჩინო ნიმუშები, ჩეხეთის ბიბლიოთეკებში დაცული შუა საუკუნეების  ხელნაწერების ფოტოასლები. უნიკალურად გაფორმებული ხელნაწერები, რომლებიც გვიყვებიან წარსულის შესახებ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული ხელნაწერების მულაჟები (ასლები).  შუასაუკუნეების პერიოდიდან  წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ხელნაწერები: ბიბლიური, ლიტურგიკული, საისტორიო ასტოლოგიური და სხვ.

საზეიმო მიღება და გამოფენის გახსნა ჩატარდება  ხელნაწერთა ცენტრის ახალ შენობაში. (ლეონიძის . 3).