სოხუმის ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულთა რეგისტრაცია გრძელდება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და გილოცავთ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვას. მოხარული ვართ, რომ თქვენი სახით კიდევ უფრო გაძლიერდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთიანი ოჯახი!

 

გაცნობებთ, რომ სოხუმის ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულთა რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ამ წლის 18 სექტემბრის 17 საათამდე.

 

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციისათვის თქვენს მიერ წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

 

1.      პირადობის მოწმობა (ასლი);

2.      წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;

3.      საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);

4.      სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;

5.      თანხის გადახდის ქვითარი (ასლი). აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:

საბანკო რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმღების ბანკი:  სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289

 

შესაძლებელია, ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულთა, ნაწილი კოვიდ-პანდემიის გამო, საკარანტინო ზონასა ან თვითიზოლაციაში იმყოფებოდეს. მათ ვთხოვთ, შესაბამისი განცხადებით მოგვმართონ ელექტრონულ მისამართზე: info@sou.edu.ge , ხოლო რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები კი წარმოადგინონ არა უგვიანეს ამა წლის 15 ოქტომბრისა.

 

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

577 17 07 40 ; 2 54 14 26

 

გისურვებთ წარმატებებს და, შეგახსენებთ, რომ სწავლას ვიწყებთ ონლაინ-რეჟიმში 21 სექტემბერს!