შეხვედრა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა

2020 წლის 15 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორი ზურაბ ხონელიძეს ჰქონდა პატივი შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრის შემდგომ ბატონმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა: „პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის უპირველესი პრობლემისადმი - ერთიანობისადმი დამოკიდებულებამ, საკითხის სიღრმისეულმა ცოდნამ, სახელმწიფოებრივმა მიდგომამ ჩემს მოლოდინს გააჭარბა, რამაც სამშობლოს მომავლისადმი ოპტიმიზმით განმაწყო. ასევე, აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის ხედვას, პრობლემის დარეგულირების გზაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლის შესახებ. ფაქტია, უნივერსიეტტი სწორედ ის უმნიშვნელოვანესი ცოცხალი ორგანიზმია, რომელმაც აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდის მისია უნდა იტვორთოს. იმედი მაქვს შემდგომი საქმიანი შეხვედრების, მათ შორის საუნივერსიტეტო სივრცეში“.