სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი იწყებს სოხუმის სახელ­მ­წი­ფო უნივერსიტეტის 2020 წლის სამეცნიერო შრომების კრებულებისთვის სტატიების მიღებას. სტატიების მიღება გან­ხო­რ­ციელდება ყველა ფაკულტეტიდან და გამოქვეყნდება შესაბამის სერიებში.

შრომებში გამოსაქვეყნებლად გამოგზავნილი ქართულენოვანი სტატია აკრე­ფი­ლი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში (ზომა -12, ინტერვალი 1,5). სტატიას აუ­ცი­ლე­ბ­ლად უნდა ახლდეს ინგლისური რეზიუმე (ნათარგმნი  არანაკლებ C1 (Adva­n­ced/მაღალი) დონისა.  რეზიუმე უნდა შეიცავდეს კვლევის მიზანს, მეთოდებსა და კვლე­ვის შედეგებს.

ავტორებს ვთხოვთ დაიცვან ნაშრომის მომზადების ეთიკა, (თავიდან აიცილონ პუბლიკაციის დუბლირება, ციტატებში უზუსტობა, პლაგიატია და თვითპლაგიატია). ავტორები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი სტატიის შინაარსზე.  ცხრილები დიაგრამები და გრაფიკები წარ­მო­­გე­ნილი უნდა იყოს გასაგები სათაურით  A4 ფორმატის ცალკე ფურცელზე და დანომროლი უნდა იყოს არაბული ციფრებით.

ციტირება:

სქოლიოს მითითება განხორციელდება ტურაბიანის მეთოდით. ტექსტში ციტატის ბოლოს ფრჩხილებში, ავტორის გვარი, წელი, ორწერტილი და გვერდი; ტექსტში მითითებული ლიტერატურა სრული სახით    მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს სტატიის ბოლოს.

2020 წლის "შრომებში" სტატიების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 დე­კე­მ­ბ­რის ჩათვლით.

 

სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი.