მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსება

            საქართველოს მთავრობის #591 დადგენილების (ქ. თბილისი, 24.09.2020) „2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თანახმად, განისაზღვრა 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსება.

            სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.mes.gov.ge.