ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით

19  ოქტომბრიდან  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სასწავლო პროცესი გაგრძელდება შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით.

 

სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე თეორიული კომპონენტები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კომპონენტები კი – სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

 

საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ლაბორატორიული/პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს.

 

სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია სტუდენტებს დამატებით მიეწოდებათ.