დეკანი

დეკანი: მარინა ზარქუა - ბიოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

დაიბადა 1961 წლის 4 ივლისს ქ.სოხუმში. 1978 წელს დაამთავრა ქ.სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა. 1978-1983 წლებში სწავლობდა ა. მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, სპეციალობით ბიოლოგია, დამატებითი სპეციალობა ქიმია. 1983-1987 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1996 წლს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1985 წლიდან მუშაობს ჯერ აფხაზეთის ა. მ. გორკის სახელობის უნივერსიტეტში ბოტანიკისა და ზოოლოგიის კათედრის მასწავლებელად, 1989 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ჯერ მასწავლებლად, 1996 წლიდან დოცენტის თანამდებობაზე. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის მიმართულების (ქვემიმართულება მცენარეთა ფიზიოლოგია) ასოცირებული პროფესორი,. 2005 წლიდან ეკავა შემდეგი ადმინისტრაციული თანამდებობები- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, შემდეგ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, 2009 წლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მიადგილე. 2015 წლის ივლისში აირჩიეს ამავე ფაკულტეტის დეკანად. 2006 წლიდან სამაგისტრო პროგრამის ,,საბაღო-საპარკო დიზაინი", ხოლო 2013 წლიდან სამაგისტრო პროგრამის ,,გამოყენებითი ბიოლოგია" ერთ-ერთი მოდულის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე), მათ შორის 2 სახელმძღვანელო. ჰყავს მეუღლე, ვაჟიშვილი და ერთი შვილიშვილი.


E-MAIL: marinazarkua@sou.edu.ge
ტელ: 0 (32) 2 54 16 31