დოქტორანტ მარიამ ბერიძის დისერტაციის დაცვა

2020 წლის 4 დეკემბერს 15:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მარიამ ბერიძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს თემაზე: „ინგლისურ-ქართული ფრაზეოლოგიური ერთეულები ბიზნესკომუნიკაციაში“. 

საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: 

მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

მანანა ტაბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;

ოფიციალური ოპონენტები: 

მადონა შელია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი;

თამილა ზვიადაძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.