სსუ-ს ბიბლიოთეკის განცხადება
ქვეყანაში COVID-19 ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამცირებს მობილობას და მაქსიმალურად გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ორივე სასწავლო კორპუსში) იმუშავებს ახალი დროებითი განრიგით: სამშაბათობით და ხუთშაბათობით 10-დან 16 საათამდე.
მკითხველებს წიგნებისა და პერიოდული გამოცემების სახლში გატანა შეეძლებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ქალბატონ რაისა ნიჟარაძეს: 577 17 07 42