სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო ევროპულ კონკურსში მონაწილეობენ

2020 წლის 25 ნოემბერს ქალაქ ლიუბლიანაში (სლოვენია) მუშაობა დაიწყო V „საერთო ევროპულმა კონკურსმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა სამართლის იმიტირებულ სასამართლო განხილვებში“.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. შეჯიბრის ორგანიზატორია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, საერთაშორისო წითელი ჯვარის ორგანიზაცია, სლოვენიის წითელი ჯვარი და ლიუბლიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.
მსოფლიო პანდემიის გამო, პროცესი დისტანციურად ტარდება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი წარმოდგენილია 5 წევრით. სასამართლო პროცესზე გამომსვლელები არიან სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: რეზო ჭუმბურიძე, თაკო ჯიმიშვილი (IV კურსი) და თორნიკე ღოთვაძე (III კურსი).
გუნდის ორგანიზატორია სსუ-ს რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; გუნდის მწვრთნელი, პროფესორი ვეფხვია გვარამია. გუნდის მუშაობაში ჩართული არიან 2019 წელის ჰააგის იმიტირებული პროცესის და ლიუბლიანის პროცესის მონაწილეები გიორგი რურუა და ანა სამაკაშვილი, აღნიშნული შეჯიბრი ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია ევროპაში.
კონკურსი 29 ნოემბერს დასრულდება.
წარმატებები ჩვენი უნივერსიტეტის გუნდს!