გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით  საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 55-ე და 57-ე მუხლების, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების II მუხლის I პუნქტის, III პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების V მუხლის I პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის 6 იანვრის  #1.1 /141 ბრძანების საფუძველზე (MES 2 20 0001.1/141), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  № 669 დადგენილების საფუძველზე ცხადდება მობილობა.

 

1.                  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში მობილობის) მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 8 თებერვლის 18 საათამდე) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა) დოკუმენტაციის მიღება (დისტანციურად) – 2021 წლის 11 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე 10 საათიდან 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61 ოთახი №209; ელექტრონული მისამართი: srs@sou.edu.ge – სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება;

ბ) ფაკულტეტების დეკანებმა უზრუნველყომოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ (კრედიტების აღიარება) და წარმოადგინონ    სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში  17 თებერვლის ჩათვლით;

გ) მობილობის მსურველი  ვალდებულია არაუგვიანეს 18 თებერვლისა წერილობით განაცხადოს თანხმობა აღიარებული კრედიტების შესახებ.

2.     განისაზღვროს  წარმოსადგენი დოკუმენტების  შემდეგი ნუსხა  (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

)    განცხადება;

)    პირადობის მოწმობის ასლი;

) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)/ბაკალავრის/ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;

) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ)  სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.       ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხ კონკურსანტთა შერჩევა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით.

4.       სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის პროცესის წარმართვა დაევალოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.

5.     2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და მისი წარდგენა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტმა ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში (19 თებერვლის ჩათვლით).

6.     სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა  განისაზღვროს 2021 წლის 1 მარტამდე.

7.       მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე.

 

 

 

 ვაკანტური ადგილები:

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სწავლების საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირება

4

2

ბაკალავრიატი

ეკონომიკა

3

3

ბაკალავრიატი

სოციოლოგია

3

4

ბაკალავრიატი

ფსიქოლოგია

4

5

ბაკალავრიატი

პოლიტიკის მეცნიერებები

2

6

ბაკალავრიატი

საერთაშორისო ურთიერთობები

3

 

სულ

 

19

                                   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

სწავლების საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

 ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი-მაგისტრატურა

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

3

 

სულ

             

3

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი

სწავლების საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

მათემატიკა

2

2

ბაკალავრიატი

კომპიუტერული ტექნოლოგიები

3

3

ბაკალავრიატი

ქიმია

2

4

ბაკალავრიატი

ბიოლოგია

2

5

ბაკალავრიატი

გეოგრაფია

3

6

ბაკალავრიატი

ეკოლოგია

2

7

ბაკალავრიატი

ფარმაცია

3

8

ბაკალავრიატი

ბიოსამედიცინო ინჟინერია

2

 

სულ

 

19

 

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი

სწავლების საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

სამართალი

5

 

სულ

 

5

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გერმანულ ფილოლოგიაზე, სლავურ ფილოლოგიასა და თურქოლოგიაზე გარე მობილობა მხოლოდ I-კურსელთათვის ცხადდება;

სწავლების საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

ინგლისური ფილოლოგია

3

2

ბაკალავრიატი

გერმანული ფილოლოგია

2

3

ბაკალავრიატი

სლავური ფილოლოგია

2

4

ბაკალავრიატი

თურქოლოგია

2

5

დოქტორანტურა

საქართველოს ისტორია

2

 

სულ

 

11