ონლაინ-შეხვედრა სადაზღვევო კომპანია GPI (ჯი-პი-აი)-ს წარმომადგენელთან

2021 წლის 28 იანვარს სადაზღვევო კომპანია ჯი-პი-აი-ს გაყიდვების ჯგუფის უფროსმა, ქალბატონმა ლილე დოღონაძემ ონლაინ-შეხვედრა მოაწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, რომელთანც გააცნო დასახელებული კომპანიის შესაბამისი კორპორატიული შემოთავაზებები 2021 წლისათვის. ამასან ერთად მან ისაუბრა კომპანიის მიერ პანდემიით გამოწვეული სამედიცინო საკითხების გადასჭრელად საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე: https://covid.gpih.ge/ .

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე სამი წელია ჯი-პი-აი-სთან თანამშრომლობს. ქალბატონმა ლ. დოღონაძემ და უნივერსიტეტში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა, ექიმმა, ქალბატონმა ლელა თედორაძემ კომპეტენტურად და ამომწურავად გასცეს პასუხები შეხვედრაზე დასმულ არაერთ აქტუალურ კითხვებს.

ქალბატონმა ლ. დოღონაძემ აღნიშნა, რომ დამატებითი არსებობის კითხვების შემთხვევაში, ის მზადაა უპასუხოს ყველა მათგანს როგორც სატელეფონო ზარების, ასევე – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომლებსაც, მისივე თხოვნით, აქვე გთავაზობთ: 577 65 48 76 ; ldoghonadze@gpih.ge .

დამატებითი ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ საპრეზენტაციო ფაილში:

სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა იხილეთ აქ.