რექტორმა ზურაბ ხონელიძემ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა

2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წაიკითხა  ლექცია თემაზე „რთული დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები ქმნიან კარგ დროს“.

მომხსენებელმა გაანალიზა საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის ისტორია და ისაუბრა იმ რთულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშე მდგარა და დგას საქართველო. ამ კონტექსტში წარმოჩენილი იქნა ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეთა ისტორიული როლი.

ბატონმა ზურაბმა აუდიტორიის ყურადღება გაამახვილა კავკასიის რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობიანი კავკასიის იდეაზე, საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე როგორც მშვიდობის ახალ ქართულ პარადიგმაზე.

ღონისძიება, რომელსაც, სტუდენტების გარდა, უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე, პროფესორი ლარისა თაკალანძე და აკადემიური პერსონალის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.