დეკანი

დეკანი:    პროფესორი მალხაზ აშორდია

    დაიბადა 1955 წლის 27 ივნისს, ქალაქ თბილისში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის ვ. მ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 1972-1975 წწ. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1975 წლიდან სწავლა განაგრძო მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1978 წელს. 1982-1985 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპი¬რანტი. 1986 წელს (თებერვალი) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დაიცვა დისეტაცია ფიზიკა-მათემატიკის სამეცნიერო ხარისხის მასაპოვებლად. 1990 წელს (აპრილი) მიენიჭა დოცენტის წოდება. 1998 წელს (ოქტომბერი) მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში). 2002 წელს (აპრილი) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მიერ მიენიჭა პროფესორის წოდება.

    2005 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პრემია. 1994 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ზოგადი მათემატიკის" მიმართულების სრული პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. სამეცნირო კვლევის მიმართულებებია განზოგადებულ ჩვეულებრივ დიფერენციალურ, იმპულსურ და სხვაობიან განტოლებათა თეორიები. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის 2 მონოგრაფია.

E-MAIL: m.ashordia@sou.edu.ge
ტელ: 0 (32) 2 54 16 53