ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

იურიდიული ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ასოცირებული პროფესორი ასმათ გუგავა
ტელ. 577 96 39 14
ელ-ფოსტა: asmatgugava11@yahoo.com

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
      იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით.
მონაწილეობს:
• სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებაში, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათ გასაუმჯობესებლად;
• ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირებაში;
• აკადემიური პერსონალის კლასიფიკაციის უზრუნველყოფაში, სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზებაში;
• სტუდენტთა მობილობასა და კრედიტების სისტემის სწორი გამოყენების რეგულირებაში;
• საგანმანათლებლო პროგრამების, დიპლომების, მათი დანართების მონიტორინგში და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

       ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დააწესებულების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლს გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 
აგრეთვე, ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულების, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
    ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, პერიოდულ ანგარიშს წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.