ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტირებულია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით.

პროგრამის ხელმძღვანელს პროფესორ ზაურ ლომთათიძეს, ბიოლოგიის მიმართულების აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას.