დოქტორანტ ეკატერინე ფანგანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

 

2021 წლის 3 აგვისტოს 16 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ეკატერინე ფანგანი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: ოთარ ჭილაძის რომანის კონცეპტები“.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ნანა კუცია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

ექსპერტები:

ნინო წერეთელი – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ნინო მინდიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

ოფიციალური რეცენზენტები:

თამარელა წოწორია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

მარინე ტურავა – ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

 

საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, ასოცირებულ პროფესორს მირანდა თოდუას (ტელ. 558331991).