ჩინელი მეცნიერების პირველი ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2017 წლის 6 ივლისს 12:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა გუანჯოუს უცხო ენებისა და გარე ვაჭრობის უნივერსიტეტის დელეგაცია ჩინეთიდან. სსუ-ში ჩინელი მეცნიერების პირველი ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება - უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, სამეცნიერო პოტენციალის გაცნობა, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების, ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების  შემუშავება.

გუანჯოუს უცხო ენებისა და გარე ვაჭრობის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა კიდევ უფრო განამტკიცებს თანამშრომლობას ორ უნივერსიტეტს შორის და ხელს შეუწყობს ქართულ-ჩინური კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.