დეკანი

ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე


ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფიის განხრით. 1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს“. 1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2008წლებში თსუ სოხუმის ფილიალისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2011 წლიდან განათლების ფაკულტეტის დეკანი.
არის საერთაშორისო პერიოდული ჟურნალის „განათლების“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს (2009-2011 წწ.) და მასწავლებლის წიგნის თანაავტორი.
იკვლევს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს, ისტორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 70 - ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონო­გრაფია, 1 სასკოლო და 2 მეთოდური სახელმძღვანელო მასწავ­ლებლე­ბისათვის თანაავტორობით (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). მონაწილეობს საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში, საერთაშორისო და რეს­პუბ­ლიკური მასშტაბის სამეცნიერო კონგრესებსა და ფორუმებში.
დაჯილდოვებულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მადლობის სიგელით, იაკობ გოგებაშვილის სახლობის მედლით და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

E-MAIL: education@sou.edu.ge
ტელ: 0 (32) 2 54 14 23