კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 2017 წლის 17-18 ნოემბერს თბილისში ატარებს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე - ,,კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“.