სსუ-ში სწავლა ჰიბრიდული ფორმატით დაიწყო

2021 წლის 18 ოქტომბრიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა ჰიბრიდული ფორმატით (ლექცია – ონლაინ, პრაქტიკული მუშაობა – საუნივერსიტეტო სივრცეში) დაიწყო. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტსა და აუდიტორიებში ჯანდაცვის შესაბამისი რეგულაციების სრული დაცვით შედიან, რაც ასევე დისტანციის დაცვასაც გულისხმობს.

უნივერსიტეტში პანდემიის გამოცხადებამდე შიდა-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა და ორივე სასწავლო კორპუსში სასწავლო აუდიტორიები განახლდა. სამწუხაროდ, კოვიდთან დაკავშირებული მიზეზების გამო სასწავლო პროცესის ონლაინ-რეჟიმში გადატანის გამო, განახლებულ, კომფორტულ აუდიტორიებში სტუდენტები მხოლოდ ახლა შევიდნენ.

ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო პროცესი სულ მალე მთლიანად საუნივერსიტეტო სივრცეში გადაინაცვლებს.

ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე!