ფაკულტეტის შესახებ

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაარსდა 2009 წელს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეორგანიზაციის შედეგად. ამჟამად ფაკულტეტზე სწავლობს 300-ზე მეტი სტუდენტი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის საფუძველზე, ფაკულტეტზე არჩეულია 3 პროფესორი, 13 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ-პროფესორი და 2 ასისტენტი, ასევე აქ მოღვაწეობს 10 მოწვეული სპეციალისტი.

    ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) 8 სასწავლო პროგრამა, რომელიც აერთიანებს ოთხ მიმართულებას: 

    ფსიქოლოგია - საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“, სამაგისტრო პროგრამა „სოციალური ფსიქოლოგია“;

    სოციოლოგია - საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია“, სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“;

    პოლიტიკის მეცნიერებები - საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერებები“, სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერებები“;

    საერთაშორისო ურთიერთობები - საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები“, სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“;

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა სტრუქტურაში შემავალი ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებისა და უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვაში. 

    ფაკულტეტი, შესთავაზებს მსურველებს საბაზრო მოთხოვნილებებზე ორიენტირებული პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ადაპტაციას ცვალებად შრომით ბაზართან და სოციალურ გარემოსთან. 

    პროფესორების და სტუდენტების საქმიანობა მაქსიმალურად უნდა იქნას დაკავშირებული რეალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებთნ. ამ მხრივ აუცილებელია მონაწილეობა სახელმწიფო სამეცნიერო და უცხოური გრანტების კონკურსში; რაც უფრო მეტად გააძლიერებს ფაკულტეტის სამეცნიერო პოტენციალს.

    მნიშვნელოვანია აგრეთვე უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ანალოგიურ ფაკულტეტებთან და დარგის წარმატებულ სპეციალისტებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გაღრმავება.

    ზოგადად წარმატების სტრატეგია უნდა შეიცავდეს არსებულ შესაძლებლობათა მაქსიმუმს და მოსალოდნელი საფრთხეების მინიმუმს. ძლიერი მხარეების წინა პლანზე წამოწევასა და სუსტი მხარეების აღმოფხვრისათვის აუცილებელ ღონისძიებებს. ფაკულტეტის განვითარების გეგმა, სწორედ ამ პრინციპზეა აგებული. მისი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისა და საქართველოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესტიჟულ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებად ჩამოყალიბების საქმეში.

    უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფაკულტეტის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია: სასწავლო პროცესის შინაარსის ინტელექტუალიზაცია; სწავლების ახალი ფორმების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრება; სტუდენტებისათვის შემოქმედებით-კრიტიკული აზროვნებისა და უნარების გამომუშავებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. ეს ყოველივე საბოლოო ჯამში უნდა აისახოს ისეთი სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე. 

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება – თანამედროვე ღირებულებების გათვალისწინებით ერთიან საუნივერსიტეტო სივრცეში  სტუდენტთა სწავლისა და სამეცნიერო კვლევებისათვის იმ პირობების შექმნით, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს შრომის ბაზრის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს. სწავლისა და კვლევის სფეროში არჩევანის თავისუფლების დამკვიდრებით, ურთიერთთნამშრომლობისა და იდეათა თავისუფალი გაცვლის ატმოსფეროს შექმნით.


    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება