დეკანი

დეკანი: მერაბ ნაჭყებია

პროფესორი   მერაბ ნაჭყებია 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.1980 წელს დაამთავრა აფხაზეთის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.1980-82 წ.წ. განაწილებით მუშაობდა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.1983-86 წ.წ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართველური ენების შედარებით გრამატიკაში.1984 წლის აპრილიდან მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრაზე. ამჟამად ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1994 წელს დაინიშნა თსუ სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ხოლო 1996-2005 წლებში იყო ფაკულტეტის დეკანი. 2015 წლიდან კვლავ არჩეულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად.

2008 წლიდან დღემდე მუშაობს ქართული ენისა და კულტურის (შემდგომში ქართველური ენათმეცნიერების) ინსტიტუტის დირექტორად.არის ავტორი და ხელმძღვანელი ამჟამად მოქმედი შემდეგი პროგრამებისა:

1. საბაკალავრო პროგრამა ,,ქართული ფილოლოგია" (2008-2009 სასწ. წლიდან);
2. სამაგისტრო პროგრამა ,,ქართული ფილოლოგია" (2005 წლიდან);
3. სადოქტორო პროგრამა ,,ქართველური ენათმეცნიერება" (2008-09 სასწ. წლიდან).
4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (2010 წლიდან);

არის სადისერტაციო საბჭოს წევრი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; არის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ყოველწლიური სამეცნიერო კრებულებისა: ,,ლინგვისტური ქართველოლოგიისა და აფხაზოლოგიის პრობლემები" (გამოსულია 3 ტომი) და ,,ფილოლოგიური პარალელები" (გამოსულია 7 ტომი).

ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 68 სამეცნიერო სტატია, აქედან 10 საერთაშორისო; 6 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო ბაკალავრიატთა და მაგისტრანტთათვის. მონაწილეობა მიიღო 62 რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.