DOI-ს ციფრული ინდიკატორი სსუ-ს ელექტრონულ ბაზაში

 

უნივერსიტეტის სამეცნიერო პუბლიკაციების   საერთაშორისო სამეცნიერო მო­ნა­ცემთა ბაზებთან წვდომის მიზნით,  2022 წლის 13 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტის რექტორს, პროფ. ზუ­რაბ ხონელიძესა  და არასამთავრობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ასოციაცია მეცნიერებ­ი­ს­თ­ვის“  პრე­ზი­დენტ  თამარ ხახუტაშვილს შო­რის ხე­ლი მოე­წე­რა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდმი ითვა­ლი­სწინებს  სამეცნიერო სფეროში ურთი­ე­რ­­თთანამშრომლობას, საერთა­შო­რი­სო  სამეცნიერო მო­ნა­­­ცემთა ბაზებსა და  საძიებო სი­ს­ტე­­მე­ბ­ში უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის სა­მე­ც­ნიერო პუბ­ლი­კაციების: აკადემიური პერ­სო­ნალის სამეცნიერო შრომების, სტატიების, წიგნებისა და ჟურნალების   ელექ­ტ­რო­ნული ვერ­სი­ების იდენ­ტი­ფი­კაციის მიზ­ნით DOI-ის ციფ­რუ­ლი ობიე­ქ­ტის იდენტი­ფი­კა­ტო­რის მი­ნი­ჭე­ბასა და მასთან დაკავშირებული აუცი­ლებელი მომსახურების განხორციელებას.

მემორანდუმის საფუძველზე, სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ასოც. პროფ. ნინო თო­ფუ­რიძესა და ასოციაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება უნი­ვე­რ­სი­ტეტის სერვერზე სამეცნიერო  ჟურნალების ელექტრონული ვერსიის ასატვირთი  პორტალის ჩაშე­ნე­ბ­ისა და მომსახურებისთვის აუცილებელი  სასწავლო ტრენინგების ჩატარების მიზნით.

DOI-ს ციფრული ინდიკატორის სსუ-ს ელექტრონულ ბაზაში ჩაშენება და მა­ს­ში სამეცნიერო სტატიების, ჟურნალებისა და შრომების განთავსება გააფართოვებს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო  სამეცნიერო სისტემაში ჩარ­თუ­ლო­ბას და გაზრდის უნივერსიტეტის სამეცნიერო პროდუქციის ციტირების ინ­დე­ქ­სს.  

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი