ესპანელი
პროფესორი შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების
დეპარტამენტის უფროსს, პროფ. ინდირა ძაგანიას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და ვალადოლიდის
უნივერსიტეტის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას; განხილული იყო ერთობლივი
პროექტების განხორციელებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების საკითხები.
ხუან
ხოსე ჯასთ ქერიონმა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაატარა ლექცია
შემდეგ თემებზე:
1) ესპანეთის ეკონომიკის სტრუქტურა;
2) ესპანეთის ეკონომიკის ევოლუცია XXI საუკუნეში.
აღნიშნულმა
საკითხებმა დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
