სიახლეები

DITECH - ის საინფორმაციო-ანალიტიკური კონფერენცია და აკადემიური პერსონალის  სერტიფიკატებით დაჯილდოვება

                სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ საგა­ნ­მა­­ნათლებლო პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ, როგორც საგანმანათლებლო პროგ­რა­მე­ბის კურიკულუმის რეფორმორებას,  ასევე  აკადემიური პერსონალის განვითარებას.  2023 წლის 2 ნოემბერს უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ის პროექტის DITECH-ის დი­სე­მი­ნაციის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ანა­ლი­ტი­კური კონფერენცია ჩატარდა, რო­მე­ლ­ზეც  მოწვეული აკადემიური საზოგადოება  პროექტის სამწლიანი მუშაობის შედეგებს გაეცნო.

პროექტის მონაწილე საქართველოს უნივერსიტეტებმა DITECH-ის მრავალი აქტივობა განახ­ო­რ­ცი­ელა: შეიმუშავა ახალი სასწავლო სილაბუსები საბაკალავრო და სამგისტრო პროგრა­მე­ბი­ს­თვის, სასწავლო რიდერები ორივე სასწავლო კურსისთვის, სატრენინგო მოდულები აკადემიური პერსონალისა და სკოლის მა­სწავლე­ბ­ლე­ბისთვის, მოხდა შემუშავებული სილაბუსების პილოტირება, ორგზის ჩატარდა აკადემიური პერსონალის, დოქტორანტებისა და სკოლის მასწავლებლების ტრენინგები და ა.შ.

კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხო­ნელიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექ­ტის ძირითად მიღწევებზე ისაუბრა  DITECH- ის პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორმა იზა­ბე­ლა პეტრიაშვილმა.  პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პრობლემების დაძლევის გზები გაანალიზეს სსუ ადმინისტრაციის ხელმ­ძ­ღვა­ნელმა, ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფ. დავით ჯალაღონიამ. სსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსმა ასოც. პროფ. რომეო გალდავამ ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროექტების როლზე უნივერსიტეტების ინსტიტუციურ განვითარებაში.

სსუ-ში DITECH-ის პროექტის ძირითად მიღწევებზე, აქტივობებსა  და პრაქტიკულ  გამოცდილებაზე, საგანმანათლებლო პროექტების, როგორც აკადემიური პერსონალის განვითარების მექანიზმებზე ანალიტიკული მოხსენებები გააკეთეს  პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა და პროექტის განმახორციელებლებმა: ლია ახალაძემ, თამარ შინჯიაშვილმა, ნინო წულაიამ და ლევან კვარაცხელიამ.

საინფორმაციო - ანალიტიკური კონფერენციის დასრულების შემდეგ აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს და სკოლის მასწავლებლებს (სულ 70 ადამიანი) და  ტრენერებს საზეიმო ვითარებაში  გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო  პროექტის ეროვნულ კოორდინატორს, წარმატებული მენეჯმენტისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან  გადაეცა  საუკეთესო ეროვნუნლი კოორდინატორის სერტიფიკატი.

ფოტო გალერეა