სიახლეები

DITECH -ის  კონსორციუმის   მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა ბათუმში

2023 წლის 26-27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში DITECH - ის  კონსორციუმის  მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა  გაიმართა.  შეხვედრა  გახსნეს   პროექტის  მენეჯერმა, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა სირიე ვირკუსმა და პროექტის ეროვნულმა  მენეჯერმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პრო­ფე­სო­რმა იზაბელა პეტრიაშვილმა. DITECH -ის  კონსორციუმის წევრებს მიესალმა უნივე­რ­სი­ტე­ტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დე­კა­ნი, პროფ. ლელა თურმანიძე.

ორი დღის მანძილზე კონსორციუმი წევრებმა განიხილეს ხარისხის გარე შეფასებისა და  შუალედური ანგარიშის შედეგები, გამოწვევები და მათი პრევენციის გზები (სირიე ვირკუსი) ხარისხის შიდა კონტროლისა და  ხარისხის შიდა შეფასების მეთოდები, საქართველოს უნივერსიტეტებში, შეჯამდა სილაბუსებისა და პილოტირების ურთიერთშეფასების შედეგები (თამარ ასლანიშვილი, თამთა დემეტრაძე), რომელსაც თან ახლდა პანელური დისკუსია. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა  ინფორმაცია შიდა ხარისხის კონტროლის შედეგების შეფასების (თინა გელაშვილი), დისემინაციის გუნდის მიერ დღემდე განხორციელებული და სამომავლო ღონისძიებების (ლია ახალაძე, ლევან კვარაცხელია), DITECH-ის ონლაინ პლატფორმისა და ვებსაიტის (დაინა გუდონიენე),  პროექტის მიერ შემუშავებული საბაკალავრო სასწავლო კურსის საკითხავი მასალის (რიდერის) რედაქტირების პროცესის (ნინო მარღიშვილი), სამაგისტრო სასწავლო კურსის საკითხავი მასალის (რიდერის) რედაქტირებისა (გიგა ხოსიტაშვილი) და რიდერებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების (სოფიკო ლობჟანიძე) შესახებ.

კონსორციუმის მეორე დღეს  პროექტის კოორდინატორმა სირიე ვირკუსმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი საუბარი გამართა  მე-5 სამუშაო პაკეტზე და განიხილა პროექტის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები, რომელიც დისკუსიის ჭრილში წარიმართა.   ბათუმის კონსორციუმის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის მდგრადობის საკითხს, განხილული იქნა სამომავლო  იდეები და წინადადებები Erasmus + ის მომავალი კონკურსისთვის (მადონა მიქელაძე, სოფიკო ლობჟანიძე), შეხვედრაზე დეტალური ფინანსური ინფორმაცია გაკეთდა და თითოეულ უნივერსიტეტთან გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები (მანანა სალუქვაძე). DITECI-ის კონსორციუმის მე-4 შეხვედრის დასკვნით  სხდომაზე განხილული იქნა კონსორციუმის ტალინის შეხვედრისა და პროექტის სამომავლო გეგმები. სხდომას  ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბდა და შეხვედრის მუშაობა შეაფასა პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა პროფ. იზაბელა პეტრიაშვილმა. 

ფოტო გალერეა