სიახლეები

ჟან მონეს კონფერენცია 2024

        2024 წლის 16-17 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ  სამეცნიერო კონფერენციაზე “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH). სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება  სოხუმში  უმაღლესი  სასწავლებლის დაარსების  91 წლის იუბილეს.

        კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-მკვლევარებს, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  ევროკავშირის პოლიტიკით კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში და ზოგადად, ევროინტეგრაციის საკითხებით. სამეცნიერო კონფერენცია ხელს შეუწყობს ამ სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ახალი კვლევების ინიციირებას, აგრეთვე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას ქართულ კომპანიებში. კონფერენციაზე მეცნიერ-მკვლევარებსა და  დოქტორანტებთან ერთად  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ფართო წრის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, მეწარმეებს, ახალგაზრდა ბიზნესმენებს, მენეჯერებს,  სამოქალაქო საზოგადოებას.

       კონფერენციის სამუშაო თემებია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირი საქართველოსთვის; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: დეფინიცია, ეტაპები, თეორია; ევროკავშირის სახელმწიფო პოლიტიკა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში; სახელმწიფოს როლი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში; ტრანსნაციონალური კომპანიები როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სუბიექტები; კორპორაციული  სოციალური პასუხისმგებლობა მცირე და საშუალო ბიზნესში; ეთიკის შეფასება; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა COVID-19 კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, სახელმწიფოს  რეაგირება COVID-19 პანდემიაზე. წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული ელექტრონული სახით განთავსდება  სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

        კონფერენციის სამუშაო ენებია  ქართული და ინგლისური. კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით.

    სამეცნიერო კონფერენციაში “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა” მონაწილეობა უფასოა. კონფერენციის მონაწილეებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაეგზავნებათ  ელექტრონული სერტიფიკატი.


              

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა (ელ. ფოსტაზე jeanmonnet@sou.edu.ge):  1 თებერვალი, 2024

აბსტრაქტის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება: 8 თებერვალი, 2024

სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადა (არასავალდებულო): 8 აპრილი, 2024 

კონფერენციის ჩატარების თარიღი16 -17 მაისი, 2024

 

აბსტრაქტის გაფორმების წესი:

 

სათაური [Bold; Sylfaen 12]; ავტორის სახელი, აკადემიური პოზიცია, სამეცნიერო ხარისხი, უსდ/ორგანიზაცია, მეილი [Sylfaen 11]; აბსტრაქტი [Sylfaen 12], ტექსტი [Sylfaen 12], სტრიქონებს შორის მანძილი 1,5 ინტერვალი; აბსტრაქტის მოცულობა 300 – 350 სიტყვა, თან ახლავს მინიმუმ სამი, მაქსიმუმ ხუთი საკვანძო სიტყვა. აბსტრაქტის ტექსტი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

              

ნებისმიერი შეკითხვა ჟან მონეს კონფერენციასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: jeanmonnet@sou.edu.ge


            მთავარი მომხსენებლები

ფოტო გალერეა