სიახლეები

ჟან მონეს მოდულის სამუშაო გუნდის მორიგი შეხვედრა (N 6/2023)

2023 წლის 20 მა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ჟან მონეს მოდულის სამუშაო გუნდის წევრების  ლარისა თაკალანძე (პროექტის მენეჯერი),  ნინო თოფურიძე (სსუ- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), დავით ზაქარაია (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე) - შეხვედრა. მათ განიხილეს მოდულის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განსახორციელებელი სამუშაოები და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული, საგანმანათლებლო და ტექნიკური საკითხები.

აღინიშნა, რომ ახალ სასწავლო კურსზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირშიდარეგისტრირდა 223 სტუდენტი (ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 150 სტუდენტისა) უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ  მეცნიერებათა,  სამართლისა  და დიპლომატიის  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტებიდან.    სტუდენტთა მთლიანი რაოდენობა დაიყო 2 სალექციო და 5 სასემინარო ჯგუფებად.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ხელს უწყობს პროექტის ეფექტურ განხორციელებას.

ფოტო გალერეა