სიახლეები

შეხვედრა კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლებთან

2023 წლის 20 დეკემბერს შედგა შეხვედრა კორპორაციაგეფასადა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

ლიკა ხარატიშვილი - კორპორაციაგეფა“- HR ბიზნეს პარტნიორი, ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი;

ქეთევან ქვათაძე - ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი;

ქრისტინე კიკალეიშვილი - ქსელის განვითარების და მოტივაციის მენეჯერი.

შეხვედრის ფარგლებში, კორპორაციის წარმომადგენლებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებზე და შესთავაზეს მათთან დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე.

კორპორაციაგეფა“-სა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და პროფესიულ პრაქტიკას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია კორპორაციაგეფაში“.

შეხვედრის ბოლოს კორპორაციაგეფა“- წარმომადგენლებმა სტუდენტებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და აკადემიურ პერსონალს გადასცეს საჩუქრები და ვაუჩერები.

ფარმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა ცომაიამ დიდი მადლობა გადაუხადა კორპორაციაგეფა“- წარმომადგენლებს ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის.

ფოტო გალერეა