2023 წლის
20 დეკემბერს
შედგა
შეხვედრა
კორპორაცია
„გეფასა“
და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა,
მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა
და
ფარმაციის
ფაკულტეტის
წარმომადგენლებს
შორის.
შეხვედრას
ესწრებოდნენ:
ლიკა
ხარატიშვილი
- კორპორაცია
„გეფა“-ს HR ბიზნეს პარტნიორი,
ადამიანური
კაპიტალისა
და
ორგანიზაციული
განვითარების
დეპარტამენტი;
ქეთევან
ქვათაძე
- ტალანტების
მოზიდვის
სპეციალისტი;
ქრისტინე
კიკალეიშვილი
- ქსელის
განვითარების
და
მოტივაციის
მენეჯერი.
შეხვედრის
ფარგლებში,
კორპორაციის
წარმომადგენლებმა
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა,
მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა
და
ფარმაციის
ფაკულტეტის
სტუდენტებს
მიაწოდეს
ინფორმაცია
კომპანიაში
მიმდინარე
და
დაგეგმილ
ვაკანსიებზე
და
შესთავაზეს
მათთან
დასაქმება
სხვადასხვა
პოზიციაზე.
კორპორაცია
„გეფა“-სა და სსიპ სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტს
შორის
2017 წელს
გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი,
რაც
ითვალისწინებს
სტუდენტების
დასაქმებას,
სტაჟირებას
და
პროფესიულ
პრაქტიკას.
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ფარმაციის
საბაკალავრო
პროგრამის
კურსდამთავრებულებისა
და
სტუდენტების
დიდი
ნაწილი
დასაქმებულია
კორპორაცია
„გეფაში“.
შეხვედრის
ბოლოს
კორპორაცია
„გეფა“-ს წარმომადგენლებმა
სტუდენტებს,
ადმინისტრაციის
წარმომადგენლებს
და
აკადემიურ
პერსონალს
გადასცეს
საჩუქრები
და
ვაუჩერები.
ფარმაციის
მიმართულების
ხელმძღვანელმა,
პროფესორმა
ირმა
ცომაიამ
დიდი
მადლობა
გადაუხადა
კორპორაცია
„გეფა“-ს წარმომადგენლებს
ნაყოფიერი
ურთიერთთანამშრომლობისთვის.