სიახლეები

დოქტორანტ ბურჯუ მელიჰა ქესერის დისერტაციის დაცვა

2022 წლის 11 თებერვალს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ბურჯუ მელიჰა ქესერი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „მიმართვის ფორმათა სისტემები ქართულსა და თურქულში“.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლევან ფაჩულია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

 

ექსპერტები: თამარ მამარდაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ქეთევან მარგიანი – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

 

ოფიციალური რეცენზენტები: ზაალ კიკვიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თამარ გითოლენდია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ფოტო გალერეა