2022 წლის 11 თებერვალს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ბურჯუ მელიჰა ქესერი ფილოლოგიის
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „მიმართვის
ფორმათა სისტემები ქართულსა და თურქულში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლევან ფაჩულია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: თამარ მამარდაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი; ქეთევან მარგიანი – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: ზაალ კიკვიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თამარ
გითოლენდია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.