სიახლეები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №1438003 ბრძანების საფუძველზეგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში გრძელდება აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2022 წლის 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება".

დეკანატების საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული განცხადებების განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება დეკემბრის ბოლომდე. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დახმარება გაუწიოთ პროგრამის ბენეფიციარებს/თქვენი ფაკულტეტის სტუდენტებს რეგისტრაციის გავლაში და  მისცეთ შუალედურ/ფინალურ გამოცდებში მონაწილეობის უფლება

ფოტო გალერეა