სიახლეები

ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები - სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ადამიანის უფლებათა  დაცვის საყოველთაო დეკლარაციის,  გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის   გამოწვევები

 

ბილისი  2023 წლის 13 -14 დეკემბერი

კონფერენციის ორგანიზატორის  მისამართი:

საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ასევე ზუმის პლატფორმის მეშვეობით. მონაწილეებს ბმული დამატებით ეცნობებათ.

კონფერენციის თემატიკა:

1.  გენოციდის დანაშაულის პრევენცია და დასჯა;

2. ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართალში და სახელმწიფოთა კანონმდებლობაში;

3. ჰოლოკისტის, გენოციდის და ადამიანის უფლებათა დაცვის ასპექტები.

ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით  Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებას/კურსს, საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, ;

ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;

2023 წლის 5 დეკემბრამდე წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 120-150 სიტყვის მოცულობით  ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე:   f.law@sou.edu.ge

ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს  6 - 14 გვერდი;

საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;

სამეცნიერო-კვლევითი ღირებულების მქონე ნაშრომები დაიბეჭდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 დეკემბერი. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე:  f.law@sou.edu.ge

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე


ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:

ანოტაცია და ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე  Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen 9 - ფონტით.უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს  მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი);   მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ;

ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5;

აბზაცი გამოიყოს Tab-კლავიშით;

ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში, ანოტაციის და  ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.;

ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით:

წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი;

სტატიის  გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება,  გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი;

ინტერნეტ მასალის შემთხვევაში  უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი;

სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში  უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები;

სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, საქმის დასახელება და  ნომერი.

კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოდგენილი შრომები  არ განიხილება;

 კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ  f.law@sou.edu.ge

ფოტო გალერეა