სიახლეები

ლატვიის ელჩის ვიზიტი

2020 წლის 3 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ქალბატონი ინგრიდა ლევრენცე ეწვია.

სტუმარს უმასპინძლა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან სტუმართან ისაუბრა უნივერსიტეტის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სირთულეზე, მათი მოგვარების გზებზე. მან სტუმარს ასევე გააცნო ახალი საერთაშორისო-პარტნიორული პროექტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, რომლებშიც სსუ აქტიურადაა ჩართული.

ქალბატონმა ინგრიდამ აღნიშნა, რომ, როგორც მეგობარი, ის გულშემატკივრობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ყოველთვის თვალს ადევნებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებას. მან მოიწონა უნივერსიტეტის ახალი კონტაქტები და კიდევ ერთხელ დაუდასტურა რექტორს, რომ ახალი სასწავლო წლიდანაც ყველა პროექტის განხორციელებაში მხარს დაუჭერს ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს.  

ფოტო გალერეა