სიახლეები

მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს Horizon  Europe-ს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ეწვია

        2023 წლის 14 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების საერ­თა­შორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო-ანალიტიკური კონფერენცია გაი­მა­რთა. კონფერენციის მონაწილეებს მეცნიერების  საერთაშორისო დღე უნივერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რმა პროფ. ზურაბ ხო­ნე­ლიძემ და  Horizon Europe-ს ერო­ვ­ნუ­ლი ოფისის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლმა ლევან ხეცურიანმა მიულ­ო­ცეს. უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა თა­ნა­მე­დ­როვე გლო­ბალურ სამყაროში უნივერ­სი­ტე­ტე­ბის მისიისა და მეცნიერების განვითარების ტრა­ნ­ს­ფო­რ­მაციის აუცილებლობაზე, სოხუმის სახე­ლ­მწიფო უნივერსიტეტის როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმის მატარებელი უმაღლესი სასწავლებლის განსაკუთრებულ მისიას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერ­თო­ბე­ბის დარეგულირების საკითხში.

         საქართველოს Horizon Europe-ს ერო­ვ­ნუ­ლი ოფისის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლმა ლევან ხეცურიანმა ვრცლად ისაუბრა Horizon Europe-ს ხელშემწყობ მექანიზმებზე მეცნიერების განვით­ა­რე­ბა­ში,  საქ­ა­რ­თველოს ეროვნული ოფისის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და იმ შესაძლებ­ლო­ბე­ბ­ზე, რომელსაც  ეროვნული ოფისის თანამშრომლები ახორციელებენ მეცნიერთა მხარ­და­სა­ჭე­რად.

                კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო Horizon Europe-ს ეროვნული ოფისის  ევრო­პუ­ლი კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი ეკატერინე საინაია, რო­მე­ლ­მაც უნივერ­სი­ტე­ტის აკადემიურ პერსონალს გააცნო ჰორიზონტ ევროპის (Horizon Europe) ევროპული კვლე­ვე­ბის საბჭოს (ERC) შესაძლებლობები ქართველი მეცნიერებისთვის და  დეტალურად ისაუბრა ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კო­ნ­კუ­რ­სე­ბ­ზე, განა­ც­ხა­დის შევსების თავისებურებებსა  და შეფასების კრიტერიუმებზე.

      კონფერენციის სამუშაო სექციაზე საინფორმაციო-ანალიტიკური მოხსენებები გააკეთეს სსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფ­რო­სმა ასოც. პროფ. რომეო გალდავამ, საგარეო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისო კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფ. ინდირა ძაგანიამ,  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, ჰორიზონტ ევროპის საუნი­ვე­რ­სი­ტე­ტო საგრანტო ოფისის ხელმძღვანელმა სოხუმის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტეტში ანა სამაკაშვილმა, სამეცნიერო კვლევებისა და გა­ნ­ვი­თა­რების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ.

        მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერ­სო­ნა­ლმა პროფ. ლარისა თაკალანძემ, ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა და სხვებმა მადლობა გადაუხადეს მთავარ მომხსენებელსა და სამუშაო სექციის მონაწილეებს, გაზიარებული იქნა ცელკეული  რჩევები და რეკომენდაციები. კონფერენცია შეა­ჯა­მა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ.


იხ. კონფერენციის პროგრამა

ფოტო გალერეა