სიახლეები

პირველკურსელთა და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ!

სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის ერთიანი ეროვნული

გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების


რეგისტრაციის ვადები:


1. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის

სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული

ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტი

ვალდებულია:

 2023 წლის 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიაროს ადმინისტრაციული

რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულად

გადახდას. აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:

საბანკო რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289

 წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობა (ასლი);

2. წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;

3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად

დამოწმებული ატესტატის ასლი);

4. თანხის (1125 ლარი) გადახდის ქვითარი (ასლი);

5. სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.


2. დოკუმენტების მიღება იწარმოებს ყოველდღე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე

(შაბათ–კვირის გარდა) შესაბამის ფაკულტეტებზე:

 საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის

ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსი (ა.

პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26), მე-4 სართულზე;

 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მეორე სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26), მე-7 სართულზე;

 განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პირველი სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61), მე-5 სართულზე;


 ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო

უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61), მე-6

სართულზე;

 სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პირველი სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61), მე-4 სართულზე.

3. აბიტურიენტი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ

რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.

P.S. არასრულწლოვან აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისას თან უნდა ახლდეს

მშობელი ან ნდობით აღჭურვილი პირი.

ფოტო გალერეა