სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების
რეგისტრაციის ვადები:
1. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული
ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტი
ვალდებულია:
2023 წლის 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიაროს ადმინისტრაციული
რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულად
გადახდას. აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:
საბანკო რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289
წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობა (ასლი);
2. წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად
დამოწმებული ატესტატის ასლი);
4. თანხის (1125 ლარი) გადახდის ქვითარი (ასლი);
5. სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
2. დოკუმენტების მიღება იწარმოებს ყოველდღე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე
(შაბათ–კვირის გარდა) შესაბამის ფაკულტეტებზე:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის
ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსი (ა.
პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26), მე-4 სართულზე;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეორე სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26), მე-7 სართულზე;
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველი სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61), მე-5 სართულზე;
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61), მე-6
სართულზე;
სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველი სასწავლო კორპუსი (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61), მე-4 სართულზე.
3. აბიტურიენტი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ
რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.
P.S. არასრულწლოვან აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისას თან უნდა ახლდეს
მშობელი ან ნდობით აღჭურვილი პირი.