სიახლეები

პროფესორ ვლადიმერ პაპავას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, პროფესორ ვლადიმერ პაპავას ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

პროფესორ პაპავას მრავალწლიანი მეცნიერული, პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობა მნიშვნელოვანი წვლილია ქვეყნის აკადემიური სივრცის გაძლიერებაში, მეცნიერების პოპულარიზაციასა და უმაღლესი განათლების განვითარებაში.

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან, სწორედ, პროფესორ პაპავას მრავალმხრივი საქმიანობის და განსაკუთრებული დამსახურების აღიარებაა.

ფოტო გალერეა