სიახლეები

საერთაშორისო პროექტების DITECH, ASSET, CURE, DOIT, DARE  დისემინაცია  და განათლების თანამედროვე პარადიგმები

2021 წლის 2 აგვისტოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმაზე ეროვნული სა­მე­ც­ნიერო - პრაქტიკული კონფერენცია - „საერთაშორისო პროექტებისDITECH, ASSET, CURE, DOIT, DARE  დისემინაცია  და განათლების თანამედროვე პარადიგმები“  - გახსნა.  მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა  ხაზი გა­უ­სვა საერ­თა­შორისო პროექტების  მნიშვნელობას  საქართველოში უმაღლესი საგა­ნ­მა­­ნათლებლო სისტემის ინსტიტუციონალური განვითარების, კურიკულუმის რე­ფო­რმისა და  სას­წა­ვლო  პროცესის  სრულყოფისათვის. აღნიშნული მხარდაჭერა უნი­ვე­რსიტეტებში ქმნის სამეცნიერო და სასწავლო  პროცესის აკადემიურ დონეზე განხო­რ­ცი­ე­ლების შესაძლებლობებს. მინდა წარმატება ვუსურვო თქვენს კონფერენციას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტების იდეების გავრცელებას და მხარს უჭერს თვი­სო­ბრივად ახალი იდეების წარმოშობას უნივერსიტეტებში - აღნიშნა პროფ. ზურაბ ხონელიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებული სამუშაო დღე უსურვეს სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. ნინო თოფურიძემ, სამე­ც­ნი­ე­რო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ასოც. პროფ. ლია ახა­ლაძემ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. თამარ შინ­ჯი­ა­შვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა განათლების ექს­პე­რტმა მანანა ქვაჩახიამ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა, ამავე უნივერსიტეტის ასოცი­რე­ბუ­ლმა პრო­ფე­სო­რ­მა საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა იზაბელა პეტრიაშვილმა და სხვებმა.

            კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ განათლების მიმართულებით მომუშავე წამყვანი უნივერსიტეტები:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,  შოთა რუსთაველის  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,   მასწავლებლის პრო­ფესიული განვითარების ცენტრიჟურნალ მასწავლებელის, თბილისის 145-ე, 192-ე, 75-ე,  174-ე  საჯარო სკოლები, თელავის მე-7 საჯარო სკოლა, საგარეჯოს პი­რ­ვე­ლი საჯარო სკოლა და ა. შ.

            პლენარული სექციის გარდა  კონფერენციაზე მუშაობდა სექციიები, რო­მ­ლე­ბიც  ევროკავშირის პროექტების იდეების დისემინაციას: ახალი ტექნო­ლო­გიე­ბით სწავლების პროცესს, დისტანციური სწავლების გამოწვევებს, ინტე­რკ­უ­ლ­ტურულ და მულტიკულტურულ განათლებას, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწა­ვ­ლე­ბლებში განმავითარებელი შეფასების დანერგვას, განათლების პოლიტიკას, განათლების ინოვაციურ მეთოდებსა  და  ახალ პარადიგმებს  მიეძღვნა.  თითოეულ სექციის მუ­შა­ო­ბა გამოირჩეოდა ფართო დიკუსიითა და აზრთა გაზიარებით.  განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტის სკოლებში ზოგადი და სკოლამდელი განათლების გამოწვევები, მშობლიურ ენაზე სწავლების პრობლემა,  ენობრივი პრობლემა და საქართველოს უმაღლესი სასწავ­ლე­ბ­ლების ღია სტრატეგია გალის ახალგაზრდობისადმი.

            კონფერენციის შეჯამებისას აღინიშნა მისი აკადემიური დონე, განსა­კუ­თ­რე­ბუ­ლი ყურადღება იქნა გამახვილებული პრაქტიკოს მასწავლებელთა  მოხსე­ნე­ბე­ბზე, რეკომენდაციებსა და სამომავლო კვლევით ორიენტირებზე. სექციის ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლთა  რეკომენდაციით მოხსენებების დიდი ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს, რაც   მნი­შვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული შენაძენი იქნება დარგის განვი­თა­რე­ბი­ს­თვის.

კონფერენცია გაიმართა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დე­პა­რ­ტა­მე­ნტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მულ­ტი­კულტურული  განათ­ლე­ბისა და კულტურის  კვლევების ცენტრის ინიციატივით. 

 

ფოტო გალერეა