სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დისემინაციისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2015 წლიდან დღემდე, ტრადიციულად იმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დისემინაციისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც უნივერსიტეტების  ჩართ­უ­ლო­ბის მიხედვით, ეროვნულ ან საერთაშორისო ხასიათს ატარებს.

      2023 წლის 26-28 ივლისს ჩატარდა ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენცია, რო­მე­ლიც შერეულ რეჟიმში - ერთი დღე პირისპირ, მეორე დღე ონლაინ ჩატარდა. კონფერენციის  მუშაობაში ჩართული იყვნენ საქართველის უნივერსიტეტები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. წარმოდგენილი მოხსენებების მიხედვით მუშაობდა რამდენიმე სექცია: პლენარულ სესიაზე წარმოდგენილი იქნა აკადემიურ  სივრცეში არსებული ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების გამოწვევები,  მეცნიერული  კეთილსინდისიერება და განათლება, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები, როგორც  უნივერსიტეტებში ხარისხის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, ხედვა ინოვაციურ ეკოსისტემებში უნივერსიტეტის ჩართულობის გაძლიერებაზე,  ციფრული სასწავლო ინსტრუ­მე­ნ­ტებით სწავლების უპირატესობები  (DITECH-ის პროექტის საფუძველზე) და სხვა.

       კონფერენციაზე ცალკე სექცია მუშაობდა უნივერსიტეტებში  ევროკავშირისა და აშშ-ს საგანმანათლებლო პროექტების იმპლემენტაციისა და  საგანმანათლებლო სივრცეში მათი დისემინაციის შესახებ. აღნიშნული სექციაზე ორი დღის მანძილზე წარმოდგენილი იქნა 10-ზე მეტი მოხსენება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  სამცხე -  ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბა­თუ­მის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტეტის,   საქართველოს სასულიერო აკადემიის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომ­ად­გე­ნე­ლ­თა მიერ. კონფერენციის მუშაბაში  აქტიურად იყვნენ ჩართული Erasmus+ -ის, USAID-ის, Unisef-ის და სხვა პროექტებში ჩართული სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საერთაშორისო პროექტის მიმდინარეობისა და დისემინაციის შესახებ.

    ორი დღის მანძილზე, ცალკე სექცია მუშაობდა განათლების მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის: პედაგოგიკის, ინკლუზიური განათლებისა და  სწავლების მეთოდიკის მიმართულებით, რომელზეც განხილული იქნა განათლების მეცნიერებების აქტუალური საკითხები.  კონფერენციაზე შე­რ­ჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის სამეცნიერო  შრომების კრებულში.

                                         სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი 

ფოტო გალერეა