სიახლეები

ტრენინგი აკადემიური პერსონალისთვის: მკვლევართა ბიბლიომეტრია

2022 წლის 28 ოქტომბერს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლე­ვებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით ეროვნულ სამე­ც­ნი­ე­რო ბიბლი­ო­თეკის განვითარების ფონდმა უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალისთვის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა თემაზე: მკვლევართა ბიბლიომეტრია//ციტირების ინდექსი: თეორია და პრაქტიკა. ტრენინგებში მონაწილეობდენ დეპარტამენტის წარმომადგენლები, ხუ­თი­ვე ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები, ორი აკადემიური პერსონალი თითოეული ფაკულტეტიდან და სსუ-ს Horizon – ის საგრანტო ოფისის ხელმძღვანელი. მონაწილეები  ტრენინგზე მი­ღე­ბულ ცოდნას ფაკულტეტზე კოლეგებს გაუზიარებენ. ტრენინგის საფუძველზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი გასცემს სერტიფიკატებს.  

ფოტო გალერეა