2022 წლის 28 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდმა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა თემაზე: მკვლევართა ბიბლიომეტრია//ციტირების ინდექსი: თეორია და პრაქტიკა. ტრენინგებში მონაწილეობდენ დეპარტამენტის წარმომადგენლები, ხუთივე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები, ორი აკადემიური პერსონალი თითოეული ფაკულტეტიდან და სსუ-ს Horizon – ის საგრანტო ოფისის ხელმძღვანელი. მონაწილეები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ფაკულტეტზე კოლეგებს გაუზიარებენ. ტრენინგის საფუძველზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი გასცემს სერტიფიკატებს.